ჰაკერებმა შვედეთის მთავრობის ვებ გვერდზე პრემიერის გადაგომის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნეს

წუხელ გვიან, უცნობმა ჰაკერებმა შვედეთის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის “ტვიტერ”-აკაუნტი გატეხეს და რამდენიმე ინფორმაცია გამოაქვეყნეს, მათ შორის, დაწერეს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გადადგა – ადგილოვრივი მედია ავრცელებს.
“ერტადერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ “ტვიტერი” გატეხეს. არ ვიცი როდის დაბრუნდება ყველაფერი ნორმაში, მაგრამ ვაგრძელებთ გადაწყვეტილების ძებნას” – სოციალ-დემოკრატიული პარტიის პრეს-მდივანმა ასა სერედენმა განაცხადა.
პრემიერის გადადგომის გარდა, გვერდზე გამოქვეყნდა, რომ შვედეთში მარიხუანას ლეგალიზაცია მოხდა, ასევე, ჰაკერებმა ხალხს მოუწოდეს ბიტკოინები შეიძინონ. ასევე, იყო ასეთი ფრაზა: “ერთი მოწონება=ერთ მკვდარ მუსლიმს”. შეტყობინებები დღეს დილამდე ისევ იყო პარტიის გვერდზე გამოქვეყნებული.

banner
წინა სტატიაშიფრანგს ჯარიმა გამოუწერეს რომის შადრევანში ბანაობის გამო
შემდეგი სტატიაკოპენჰაგენში ულტრამემარჯვენეებმა არეულობა მოაწყვეს