ჰაკერებმა რუსული რადიო კომერსანტი დაჰაკეს და ეთერში უკრაინის ჰიმნი გაუშვეს

უცნობმა ჰაკერებმა რუსული რადიოსადგური კომერსანტი დაჰაკეს და ეთერში უკრაინის ჰიმნი ჩართეს. თავდაპირველად რადიოში სწორედ ჰიმნი გაჟღერდა, შემდეგ კი რუსული როკ ჯგუფის Nogu Svelo!-ს ვოკალისტის, მაქსიმ პოკროვსკის ანტისაომარი სიმღერა Red Viburnum. პოკროვსკის ანტისაომარი განცხადებებისა და პოზიციის გამო საკუთარ ქვეყანაში დევნიან.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, არაერთი რუსული ვებგვერდი გახდა ჰაკერების სამიზნე. სხვადასხვა დროს გატეხეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (როსკომნადზორი), კრემლისა და სხვა არაერთი რუსული ორგანიზაციის საიტი.

banner
წინა სტატიაშინორვეგიამ უკრაინას 22 თვითმავალი ჰაუბიცა გადასცა
შემდეგი სტატიაჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა