ჰაკერებმა Marriott-ის 25 მილიონი კლიენტის პასპორტის მონაცემები ჩაიგდეს ხელში

ჰაკერული შეტევის შედეგად კომპანია Marriott International-ის კლიენტთა პირადი მონაცემების გაჟონვა შეეხო არა 500 მილიონს, არამედ 383 მილიონ ადამიანს – Marriott-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი – “დოიჩე ველე” წერს.
ჰაკერების ხელთ, შესაძლებელია, აღმოჩნდა დაახლოებით 5,25 მილიონი პირის დაუშიფრავი საპასპორტო მონაცემები, ასევე, დაშიფრული 20,3 მილიონი მონაცემი. კიბერშეტევაზე ცნობილი 2018 წლის ნოემბერში გახდა. ბაზა კი 2014 წელს გატეხეს.
კიბერდამნაშავეებმა, სავარაუდოდ, 8,6 მილიონი საბანკო ბარათის მონაცემი წაიღეს, მათგან დღემდე 354 ათასი ისევ მოქმედებს. იმის მტკიცებულება, რომ ჰაკერებს შიფრებამდე აქვთ წვდომა, ჯერეჯრობით, არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო – გრიპის ვირუსის პრევენციისთვის რისკ-ჯგუფებში შემავალმა ადამიანებმა ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ
შემდეგი სტატიატაივანი საერთაშორისო თანამეგობრობას ჩინეთისგან დაცვას სთხოვს