ჰაკერებმა აშშ-ს ფედერალური ბიუროს 20 ათასი აგენტის მონაცემები გაასაჯაროვეს

ჰაკერულმა ჯგუფმა, რომლებიც “ტვიტერში” წარმოდგენილი არიან როგორც DotGovs, რამდენიმე დღის წინ აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს 20 ათასი თანამშრომელის და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს 9 ათასი თანამშრომლის მონაცემები გაასაჯაროვა.

გამოქვეყნებულ ფაილებში მოცემულია სახელი და გვარი, თანამდებობა, ტელეფონის ნომრები და უწყების თანამშრომლების მისამართები.
ადრე ჰაკერების იმავე ჯგუფი აშშ-ს მოუწოდებდა ისრაელთან ყველანაირი კონტაქტი გაეწყვიტა.

ფაქტს აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო იძიებს.

banner
წინა სტატიაში„ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემების გამოფენა ტექნიკურ უნივერსიტეტში
შემდეგი სტატია,,ადამიანები ბუნებას ემსგავსებიან და ბუნება – ადამიანებს, როდესაც ხალხი მშვიდდება, ბუნებაც მშვიდდება და პირიქით”