ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში 28 პირი მაინც იყო ჩართული

ჰაიტის პრეზიდენტის ჟოვენელ მოიზას მკვლელობაში მინიმუმ 28 პირი მონაწილეობდა – ამის შესახებ 8 ივლისს ქვეყნის პოლიციის ხელმძღვანელმა ლეონ ჩარლზმა განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე მომენტისთვის 15 კოლუმბიელია დაკავებული და აშშ-ს ორი მოქალაქე. 11 ეჭვმიტანილი ჰაიტიში ტაივანის საელჩოში დააკავეს (ჰაიტი ტაივანის დამოუკიდებლობას აღიარებს). ამავე დროს კიდევ 8 პირი ძებნაშია.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ მოიზაზე თავდასხმა საკუთარ სახლში 7 ივლისს მოხდა. ის სასიკვდილოდ დაიჭრა. დაჭრილია, ასევე, პრეზიდენტის მეუღლე, რომელიც ფლორიდას საავადმყოფოში გადის რეაბილიტაციას.

banner
წინა სტატიაშითერჯოლაში სანიაღვრე არხში კაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაპარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გადაიდო