ისრაელში, ქალაქ ჰაიფას ჩრდილოეთით მდებარე კვარტალ კრიატ ჰაიმში, ავტომობილის აფეთქების შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა. ინფორმაციას შემთხვევის ადგილიდან პირველადი რეაგირების ჯგუფები ავრცელებენ.
მედიკოსებმა დაზარალებულის გარდაცვალება ადგილზევე დააფიქსირეს.
პოლიციის განცხადებით, სამართალდამცველები უკვე მუშაობენ შემთხვევის ადგილზე. ამ დროისთვის გამოძიება ადგენს, აფეთქება უბედური შემთხვევა იყო თუ წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა.

















