ჰაიკო მაასი – ქართველი ჯარისკაცების ძალისხმევით მოხერხდა ავღანეთში ჩვენი საკონსულოს თანამშრომლების გადარჩენა, რისთვისაც დიდი მადლობა

უსაფრთხოების საკითხში ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და მომავალშიც ვიდგებით, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის წინ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორია და 900 ჯარისკაცითაა წარმოდგენილი ავღანეთში.

„მინდა, აუცილებლად გავიხსენო ავღანეთში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე თავდასხმა. ეს მოხდა გასული წლის შემოდგომაზე. განსაკუთრებით ქართველი ჯარისკაცების ძალისხმევით მოხერხდა ჩვენი თანამშრომლების გადარჩენა. მინდა, ამისათვის ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჰაიკო მაასი ასევე შეეხო ნატო-ს სამიტს, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება.

„საქართველო წარმოდგენილი იქნება სამიტზე. ესეც გახლავთ მჭიდრო პარტნიორობის ნიშანი. უსაფრთხოების საკითხშიც ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და მომავალშიც ვიდგებით. ეს ეხება კონფლიქტურ რეგიონებსაც. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ არის ვაჭრობის საგანი და მომავალშიც არაფერი შეიცვლება“, – განაცხადა ჰაიკო მაასმა.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია – მისასალმებელია, რომ საბჭოთა ტიპის დაწესებულება N7-ე საპყრობილე, დღეს დაიხურა
შემდეგი სტატია“სააკაშვილის ვინმეს ეშინია? შეიძლება ერთ დროს ვინმეს აშინებდა, მაგრამ არა ჩვენ“ – ბესელია მესამე პრეზიდენტის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ