ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ შოიგუს და გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა. რუს მაღალჩინოსნებს უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მოქალაქეებზე იერიშის ხელმძღვანელობა და ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები ედებათ ბრალად.

რუსეთი, რომელიც ICC-ის წევრი არ არის, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ან მოქალაქეებზე იერიშებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს.

დღემდე ჰააგის სასმართლომ რუს მაღალჩინოსნებზე 8 დაკავების ორდერი გასცა, მათ შორის არის რუსეთის პრეზიდენტიც, ვლადიმირ პუტინი.

banner
წინა სტატიაშიშარლ მიშელი – მივესალმები უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებისთვის პრინციპულ შეთანხმებას მოლაპარაკებების ჩარჩოსთან დაკავშირებით, ჩვენ მხარს დაგიჭერთ წევრობის გზაზე
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას მათ მიღწევას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე