ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო თბილისში ოფისის გახსნას გეგმავს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო თბილისში ოფისის გახსნას გეგმავს.

სამომავლოდ საველე ოფისის გახსნის შესახებ ჰააგაში სასამართლოში ქართველ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, სასამართლოს წარმომადგენლებმა განაცხადეს.

სასამართლოს საველე ოფისის ფუნქცია იქნება მედიასთან ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საქმესთან დაკავშირებით და ამ საქმეზე შეძლებისდაგვარად მოსახლეობის ინფორმირება, ასევე დაზარალებულებთან კონტაქტი და კოორდინაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

ოფისის გახსნა მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაში„პროვოკატორი და მასკარადის მომწყობი ხართ“- რუსთავში სტუდენტებსა და საკრებულოს წევრს შორის დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიამლეთა-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა