ჰააგის სასამართლო: ყირიმი საერთაშორისო კონფლიქტის შედეგად ოკუპირებულია

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთის მოქმედებები ყირიმის ნახევარკუნძულზე შეაფასა, როგორც საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი, ხოლო სიტუაცია ნახევარკუნძულზე – როგორც ოკუპაცია.
14 ნოემბერს ჰააგის სასამართლომ გამოაქვეყნა დასკვნა, რომელიც უკრაინის კონფლიქტის წინასწარი გამოძიების მონაცემებს ეყრდნობა. დასკვნის მიხედვით, საერთაშორისო კონფლიქტი დაიწყო რუსეთმა 2014 წლის 26 თებერვალს, როდესაც ყირიმის ნახევარკუნძულზე კონფლიქტში საკუთარი შეიარაღებული ძალები უკრაინის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ჩართო.
საერთაშორისო სასამართლოს დასკვნით, სამართლებრივი ფორმა საერთაშორისო კონფლიქტი და ოკუპაცია, მიყენებასდია რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების საკითხზეც, რომელიც 2014 წლის 18 მარტს გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშირატომ უკვირს საქართველოს ხელისუფლებას თურქეთში აფხაზური გაზეთი?!
შემდეგი სტატია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დასაცავად არ ემზადებოდა