ჰააგის პროკურორს საქართველოში 27 თებერვალს ელოდებიან

რამდენიმე წუთის წინ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენში გამართული შეხვედრები და სიტყვით გამოსვლები შეაფასა. საქართველოს პრემიერმინისტრის ინფორმაციით, ცნობილი ხდება ჰააგის პროკურორის – ფატუ ბენსუდას ჯგუფის თბილისში ჩამოსვლის თარიღიც-ევროპიდან გამომძიებლებს საქართველოში 27 თებერვალს ელოდებიან.

“საერთაშორისო სასმარათლოს მოსამართლემ მოინდომა გაცნობითი შეხვედრა ჩემთან და ეს იყო ჩვეულებრივი გაცნობითი შეხვედრა, გვქონდა საუბარი იმაზე, რომ საქართველომ მაქსიმალურად ითანამშრომლოს ინფორმაციის მიწოდების კუთხით და ვისაუბრეთ ასევე შემდეგ ვიზიტზე, თუ არ ვცდები 27 თებერვალს ჩამოდის მათი ჯგუფი საქართველოში და რა თქმა უნდა იუსტიციის სამინისტრო, ჩვეულებრვ რეჟიმში ითანამშრომლებს და გაუწევს პარტნიორობას იმისათვის, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად იქნას წარმოდგენილი,” – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მიუნხენის უსაფრთხოების ორდღიანი კონფერენცია უკვე დაიხურა.

banner
წინა სტატიაშიინგა გრიგოლია: „საკუთარ არქივებს გადახედეთ, არქივეეეებს!“
შემდეგი სტატიაGWP ქართველიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას პასუხობს