,,ჰააგაში ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება, ისინი საკუთარ ქვეყანას იცავდნენ”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 16, 2018 19:03

,,ჰააგაში ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება, ისინი საკუთარ ქვეყანას იცავდნენ”

ჰააგაში ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება, ისინი საკუთარ ქვეყანას იცავდნენ, – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას, გამორიცხავს თუ არა ჰააგის სასამართლოში ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის დაყენებას.

ამასთან, როგორც დავთ ზალკალიანმა აღნიშნა, საკითხის ამ ფორმით დასმა კატეგორიულად მიუღებელია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ნიშნავს.

„საკითხის ასე დასმა კატეგორიულად არასწორი და მიუღებელია. როგორ შეიძლება ჩვენი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, როდესაც ისინი საკუთარ ქვეყანას იცავდნენ.

საზოგადოება შეცდომაში ნუ შეგყავთ. ჩვენი მოლოდინია იმ რუსი მაღალჩინოსნებისა და სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომელთაც ქართველების ეთნიკური წმენდა ჩაიდინეს და დანაშაულებრივი ქმედებები განახორციელეს ქართველი სამხედროების წინააღმდეგ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს.

„ძალიან სახიფათოა, რომ სპეკულაციები, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ, გამოყენებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებისთვის.

ძალიან რთული იურიდიული და მგრძნობიარე საკითხია. საქართველომ ჰააგის სასამართლოსა და პროკურორის ოფისს უამრავი მასალა მიაწოდა. ჩვენი მოლოდინია, რომ რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომლებმაც ქართველებთან მიმართებით ეთნიკური წმენდა ჩაიდინეს. განსაკუთრებით იმ დანაშაულისთვის, რომელიც მათ ქართველ სამხედროებთან მიმართებით ჩაიდინეს. ამ თვალსაზრისით იუსტიციის სამინისტრო ძალიან აქტიურად საქმიანობს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ჩვენი ჩართულობით ამას მუდმივად ხელს ვუწყობთ. ყველას მოვუწოდებ, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან საკითხს პოლიტიკური მიზნებისა და სპეკულაციებისთვის ნუ გამოიყენებენ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 16, 2018 19:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,536
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics