გივი თარგამაძემ “ფორმულას” ეთერში საჯაროდ პირველად განაცხადა, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოზე მოწმე იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ და სწორედ მისი პირადი ჩვენების საფუძველზე გაიცა დაპატიმრების ორდერი 5 პიროვნებაზე, მაგრამ რადგან მაგ დროს იუსტიციის მინისტრი წულუკიანი იყო, თარგამაძის თქმით, გამარჯვებაც მან მიიწერა, ახლა კი კომისიის სხდომაზე იბარებს:
„მე ვარ ომის გამოძიებაზე ჰააგის სასამართლოს მოწმე და ჩემი პირადი ჩვენების საფუძველზე გაიცა ის 5 ორდერი, რომელიც გასცა ამ სასამართლომ დაპატიმრების – ეს იყო გენერალ ბორისოვზე, ჩოჩიევზე, მაშინ პრემიერი ერქვა, მერე შინაგან საქმეთა მინისტრზე, რომელიც რუსი იყო, პირდაპირ, იმ იზოლატორის უფროსზე, რომელმაც იქ ტანჯა ჩვენი ამდენი მოქალაქე ამდენ ხანს და ე.წ. ომბუდსმენზე, რომელიც ამ ყველაფრის ნაწილი იყო, კიდევ. ამ წუთას, მე მაქვს მოწმის სტატუსი ჰააგის სასამართლოსი.
იცით, აქამდე მე არ მითქვამს ამის შესახებ, ვუფრთხილდებოდი, რა ზოგადად ეტიკეტსაც ვიცავდი, რაღაც ურთიერთობებსაც, მაგრამ ახლა უკვე იმდენად მორღვეულია ეს მთავრობა ცივილიზებული სამყაროსგან, რომ ამის დამალვასაც აზრი აღარ აქვს. მთავარი კაზუსი და ირონია ისაა, რომ მაშინ წულუკიანი იყო იუსტიციის მინისტრი, ეს ჰააგაში გამარჯვება გამოაცხადა ქოცური მთავრობის და თავის პირად გამარჯვებად და მერე დამიბარა ამ თავის კომისიაში, სადაც იძახდა, რომ ეს ყველაფერი იყო პირიქით და ამის გამო უნდა დავეჭირე“, – თქვა გივი თარგამაძემ.