H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 40 წლის ქალი ფოთის კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 3 იანვარს მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით და პნევმონიით მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობის გართულება თანმხლებმა ქრონიკულმა დაავადებებმა გამოიწვია. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და გუშინ გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, ამ დროისთვის ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით 11 პაციენტი მკურნალობს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ქრისტეშობის დღესასწაული აღნიშნეს
შემდეგი სტატიაალილოს მონაწილეებს ორბელიანების სასახლესთან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა