H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ზუგდიდში A ტიპის H1N1 ვირუსის – ე.წ. ღორის გრიპის 4 შემთხვევა გამოვლინდა

H1N1 გრიპის ვირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს გრიპის ვირუსით გარდაცვლილი უკვე მერვე ადამიანია ამ სეზონზე.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ყველა ფატალური შემთხვევის მიზეზი დაგვიანებული მკურნალობაა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ასევე აღნიშნავენ, რომ წინა კვირებთან შედარებით, ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა იკლო, თუმცა აქვე მოუწოდებენ მოსახლეობას, გრიპის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დროულად მიმართონ ექიმებს და რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

banner
წინა სტატიაში“დიახ, მე ვიხევ უკან” – თეა წულუკიანი მოსამართლეებს
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი და ტრამადოლი ამოიღო