H1N1 ვირუსით ბათუმში მამაკაცი გარდაიცვალა

H1N1-ით აჭარაში 73 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მომხდარს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ. თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ პაციენტს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

შემთხვევა ბათუმში გუშინ მოხდა. მამაკაცი გრიპსა და პნევმონიას კლინიკა “მედინაში” რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა.

ეს უკვე აჭარაში H1N1 ვირუსით გარდაცვალების მერვე შემთხვევაა.

რაც შეეხება გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ვირუსით ინფიცირების დინამიკამ იკლო და ამ დროისთვის რეანიმაციაში მხოლოდ 5 პაციენტი რჩება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინასა და საქართველოს შორის „აიდი“ ბარათებით მიმოსვლა პირველი მარტიდან იქნება შესაძლებელი
შემდეგი სტატიასიმონ ნოზაძე – მიხეილ ბატიაშვილი, როგორც რეფორმატორი მინისტრი, სწორ გზაზე დგას