H1N1-ით გორში 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

გორში გრიპის ვირუსით 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა – მამაკაცი კლინიკა “გორმედში” მკურნალობდა და არსებული ინფორმაციით, ის გუშინ გარდაიცვალა.

გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად H1N1 შტამის ვირუსი ოფიციალურად დადგენილია. შემთხვევა გუშინ მოხდა.

დეკმებრის შუა რიცხვებიდან დღემდე გრიპის ვირუსით გარდაცვლილ 17 ადამიანს H1N1 შტამის ვირუსი დაუდგინდა.

„შემოსული იყო მაღალი ცხელებით, სუნთქვის უკმარისობით, ამასთან იყო ღვიძლის მძიმე უკმარისობა,“-ამბობს “გორმედის” კლინიკური დირექტორი დავით ყაზაიშვილი.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ბიძინა ცხადაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიაპიროტექნიკის აფეთქების შედეგად 4 არასრულწლოვანი დაშავდა