H1N1- ის გრიპით აჭარაში მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდში A ტიპის H1N1 ვირუსის – ე.წ. ღორის გრიპის 4 შემთხვევა გამოვლინდა

H1N1 ე.წ ღორის გრიპის ვირუსმა აჭარაში კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 70 წლამდე მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში 29 იანვარს მოათავსეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ დღეს გარდდაიცვალა. ეს აჭარაში ღორის გრიპით გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით ამ დროისთვის გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს 305-მა პაციენტმა მიმართა. მკურნალობას 127 პაციენტი გადის , 13 მათგანი კი რეანიმაციულ განყოფილებაშია. მედიკოსების განცხადებით ლეტალური შედეგის მთავარი მიზეზი დაგვიანებული მიმართვიანობაა.

banner
წინა სტატიაშილევან გაჩეჩილაძემ დღეს მაესტროს დირექტორად დარეგისტრირება ვერ მოახერხა
შემდეგი სტატიაიან კელი: მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს შემოწმებისა და ბალანსის მექანიზმები