გზის სრულად დაკავების მოთხოვნა – საპატრულო პოლიციის უფროსსა და ბექა წიქარიშვილს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 12, 2018 17:51

გზის სრულად დაკავების მოთხოვნა – საპატრულო პოლიციის უფროსსა და ბექა წიქარიშვილს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

მნიშვნელოვანი

  • გზის სრულად დაკავების მოთხოვნა - საპატრულო პოლიციის უფროსსა და ბექა წიქარიშვილს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

სხვა სტატიები

აქცია პარლამენტის წინ – საპატრულო პოლიციის უფროსსა და ბექა წიქარიშვილს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. აქციის ორგანიზატორებმა შსს-ს გზის სრულად დაკავების მოთხოვნით მიმართეს.

წიქარიშვილის თქმით, საპატრულო პოლიციის უფროსი არ იზიარებს მათ მოსაზრებას, რომ ხალხის საკმარისი რაოდენობა არის გზის სავალი ნაწილის სრულად დასაკავებლად.

„სამწუხაროდ, შეთანხმება ვერ შედგა ჩვენ შორის. საკითხი ეხებოდა შემდეგს, რომ ჩვენ ვითხოვთ ქუჩის სრულად დაკავებას, რადგან მიგვაჩნია, რომ საკმარისი რაოდენობაა ხალხის, თუმცა საპატრულო პოლიციის მხრიდან სხვა პოზიციაა, ისინი ფიქრობენ, რომ არასაკმარისი ვართ,“ – აღნიშნა წიქარიშვილმა.

აქციის მონაწილეების თქმით, სპეცრაზმის წარმომადგენლებმა უნდა დატოვონ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.

აქციის მონაწილეების თქმით, სპეცრაზმის წარმომადგენლებმა უნდა დატოვონ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. აქტივისტმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა აქციაზე მისვლისკენ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 12, 2018 17:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,186
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics