გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით რეჟისორი გიორგი მრევლიშვილი დააკავეს

სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით კინორეჟისორი გიორგი მრევლიშვილი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაკავებულის მეუღლე, ცირა ბარქაია წერს.

როგორც ის აღნიშნავს, გიორგი მრევლიშვილი იმ დროს დააკავეს, როცა შვილი მათ ექიმთან მიჰყავდათ.

სავარაუდოდ, რეჟისორს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპორტესტო აქციაზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.

ინტერპრესნიუსი

banner
წინა სტატიაშითბილისის ახალი საკრებულო შეიკრიბა
შემდეგი სტატიაბათუმელმა აკაკი გვიანიძემ გახარიას პარტია და პარლამენტის სია დატოვა