71 წლის აზა ჩილაჩავას აქციაზე “გზის გადაკეტვის” და “სახის დაფარვის” გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში 1-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
სასამართლო პროცესზე ჩილაჩავამ განაცხადა, რომ ერთი ადამიანიც რომ დარჩეს აქციაზე, ის კვლავ რუსთაველის გამზირზე იქნება, რადგან “მე რუსეთი არ მინდა და იმიტომ გავდივარ”.
“მე ჩემი პროტესტი მაქვს. სასჯელს რომ მოვიხდი, პირველი გავალ რუსთაველზე. არ გავჩერდები, მე ბოლომდე ვიბრძოლებ. შემდეგზე სისხლის სამართალი იქნება, მაგრამ მაინც გავალ. პროტესტი გამაჩნია, რადგან რუსეთმა გენოციდი მოგვიწყო. ერთი ადამიანიც რომ დარჩეს აქციაზე, მე იქ ვიქნები. მე რუსეთი არ მინდა და იმიტომ გავდივარ”. – თქვა ჩილაჩავამ.
ცნობისთვის, გაგრიდან დევნილი, აზა ჩილაჩავა მეორედ 2 ნოემებრს აქციაზე, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ “გზის გადაკეტვის და სახის დაფარვის” გამო დაააკავეს. ადვოკატის ცნობით, ჩილაჩავამ იზოლატორში მშრალი შიმშილობა დაიწყო.
მანამდე, 22 ოქტომბერს, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა, აზა ჩილაჩავა “სახის დაფარვისთვის” ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
ივანიშვილის წარმომადგენელის, შალვა პაპუაშვილის თქმით, “სახელმწიფო მოქმედებს სამართლიანად და ჰუმანურად”, ქალბატონ აზასთან დაკავშირებით კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ პასუხი ევროკავშირის ელჩს მოსთხოვონ.
ამ ფაქტთან დაკავშირებით პროპაგანდისტულმა “პოს ტვ”-მ ასეთი ქარდი გამოაქვეყნა:

















