გზის გადაკეტვის საბაბით კიდევ ორ მოქალაქეს – დემურ შარიქაძესა და დავით ბასარიას შეეფარდათ ადმინისტრაციული პატიმრობა.
დემურ შარიქაძეს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ; დავით ბასარიას კი 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ნინო ენუქიძემ.
174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილი, რომელიც საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვას, ასევე ქვეითთა სავალ ნაწილზე ქვეითთათვის დაბრკოლების შექმნას და აქციაზე სახის დაფარვას აერთიანებს, უალტერნატივოდ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება.

















