18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ყოფნის გამო თბილისში პოლიციამ კიდევ ოთხი ადამიანი დააკავა. საუბარია შალვა ჩუბინიძეზე, ნინო სვანიძეზე, ლარა ნაჭყებიაზე, თორნიკე თხილავაზე, ლევან მარგიანსა და
ვახო მაჭავარიანზე. აღსანიშნავია, რომ თხილავასა და ნაჭყებიას პროცესები სასამართლოში წუთი წუთზე დაიწყება. მათ 15 დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.
ცნობილია, რომ შალვა ჩუბინიძე ჟურნალების „ცხელი შოკოლადის“ და „ლიბერალის“ გამომცემელია.
ჩუბინიძის მეუღლე მომხდარის შესახებ ყვება.
დააკავეს ჩემი მეუღლე, შალვა ჩუბინიძე. მოვიდნენ სახლში, სახლთან ელოდებოდნენ პოლიციელები, იმიტომ, რომ გავიდა სახლიდან, ბავშვი მიჰყავდა რაგბის თამაშზე. ეუბნებოდნენ, რომ “არ გაკავებდნენ, ურალოდ, ვცდილობთ იდენტიფცირებას თქვენი პიროვნების” და შემდეგ მოვიდა ორი ეკიპაჟი და გადაიყვანეს, როგორც გვითხრეს, შსს-ში, როგორც თქვეს, გზის გადაკეტვას ედავებიან, – ამბობს ჩუბინიძის მეუღლე.
“დააკავეს საცხოვრებელი სახლის ეზოში დაახლოებით 11:00 საათზე. ამის შემდეგ მეუღლეს განუცხადეს, რომ მიჰყავდათ სასამართლოში გზის გადაკეტვის გამო და ისიც უთხრეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმა უნდა დაეწერათ მისთის 5 ათას ლარიანი და შემდეგ გამოუშებდნენ. დაიწყეს უკვე ადამიანების გატაცება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რადგან 11 საათიდან ვეძებთ როგორც იზოლატორებში, ასევე სახალხო დამცველიც ჩართულია საქმეში, რომ გაგვიწიოს კოორდინირება, თუ სად ჰყავთ ეს ადამიანი. გადაწყვიტეს, რომ ეს რაღაც ახალი დასჯის მექანიზმი და პანიკის საფუძველი შექმნან მოსახლეობაში”, – ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ინტერესების დამცველი.
















