საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-მესტია-უშგულისა და ლენტეხი-ლასდილის მიმართულებებზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია, თუმცა მაღალმთიან მონაკვეთებზე გარკვეული შეზღუდვები ძალაში რჩება.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ189+200 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთსა და ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანაპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნულო საავტომობილო გზების კმ1-კმ184 (ზუგდიდი-უშგული) და კმ1-კმ124 (წყალტუბოს გადასახვევი-მელე) მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია”,_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.















