გზების დეპარტამენტი: რიკოთის მონაკვეთთან მიწა ჩამოიშალა, გზა ნაწილობრივ ჩაიკეტა

მოქალაქეები წერენ, რომ აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში ხმის მისაცემად მიდიოდნენ, თუმცა, რიკოთის მონაკვეთზე შეფერხდნენ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის მონაკვეთთან, თბილისი-ლესელიძის საავტომობილო გზის 155-ე კილომეტრის მიმდებარედ, მიწის ნაწილი ჩამოიშალა და საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ ჩაიკეტა.

“ამ დროისათვის ავტოტრანსპორტის გადაადგილება მიმდინარეობს ერთ ზოლზე.

უკვე აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს დროში აღდგენის მიზნით”. – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილის “გაფრთხილება”
შემდეგი სტატიასისხლიანი დაპირისპირება მარნეულში-“ოცნების” წევრმა “ლეიბორისტული პარტიის” დამკვირვებელი დაჭრა