“გზა სახლისკენ გადის ევროპულ საქართველოზე”

დევნილი მოქალაქეები საპროტესტო მარში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხელახალ არჩევნებსა და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებმა ყველაზე უკეთ იციან, ვინ არის ნამდვილი მტერი და ოკუპანტი.

 

“ვინ თუ არა დევნილმა იცის, ვინ არის ამ ქვეყნის მტერი, ვინ არის ოკუპანტი, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით და შესაბამისად ისიც კარგად ვიცით გზა სახლისკენ გადის ევროპულ, ძლიერ, თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეების განმავლობაში მე ვხედავდი ძალიან ბევრ დევნილს, სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა პროფესიის ადამიანს, რომელიც იდგა რუსთაველზე, დღეს, ასე ერთხმად გადავწყვიტეთ ჩვენი ხმა, დევნილების ხმა შევუერთოთ იმ საერთო ხმას, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, რომელიც იბრძვის უკეთესი მომავლისთვის და ერთხელ და საბოლოოდ რომ დავშორდეთ რუსეთს და ვიაროთ ევროპული საქართველოსკენ…” – განაცხადა მანუჩარ ახალაიამ.

აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები: “სოხუმი აქ არის”; “ოჩამჩირე აქ არის”; “გალი აქ არის”; “ტყვარჩელი აქ არის”; “აფხაზეთი საქართველოა”… ასევე მათ აქციაზე მიტანილი აქვთ რეჟიმის მიერ ნაცემი ადამიანების ფოტოებიც.

banner
წინა სტატიაში“დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაპატიმრებულები, დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდეს ახალი არჩევნები” – საქართველოს ICT სექტორის მიმართვა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან მისულ აქციის მონაწილეებს შეხვდა