დიპლომატი, მკვლევარი, პოლიტოლოგი გიორგი მელაშვილი თორნიკე რიჟვაძიის მიერ თვითმკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით:
“ოცნების ბიზნეს და ჩინოვნიკურმა ელიტამ კარგად უნდა შეხედოს თორნიკე რიჟვაძის საქმეს. ოლიმპოდან – ჰადესში გზა ძალიან მოკლე აღმოჩნდა.
ასე ხდება ყველა პოსტსაბჭოთა ავტორიტარულ რეჟიმში, როდესაც ადამიანი, მისი ღირსება, კანონითა და სამართლიანობით კი არ არის დაცული, არამედ გაუგებარი რუსული სტილის „პარიადოკი“ და ოლიგარქიული „თამაშის წესებით“.
ოღონდ, ეს თამაSის წესები იცვლება ოლიგარქის ნება სურვილზე და მარსის იუპიტერის ეტლში შესვლით.
ამით განსხვავდება რუსული „პარიადოკი“ ევროპული სამართლებრივი წესრიგისგან.
იარაღის ასეთი Jღარუნი კი, რაც ეს დღეები გვესმის, ძალიან ცუდის მომასწავებელიa – გონს თუ არ მოვეგებით”.

















