კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აცხადებს, რომ ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება ხვალ და ზეგ, ჯამში 31 საათით შეუწყდება.
კომპანიის განმარტებით, ამის მიზეზი დიდ დიღომში, ასიათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე “აუცილებელი გადაერთებითი სამუშოების” ჩატარებაა.
მათივე ცნობით, 17 იანვარს, ღამის 01:00 საათიდან, 18 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკე-საბურთალოს რაიონში – ჭავჭავაძის და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ქუთათელაძის, კეკელიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ნაფარეულის, აბაშიძის, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.
ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელი-ციციშვილის, დოლიძის, ბალანჩივაძის, იყალთოს, კოსტავას, ალექსიძის, ბოჭორიშვილის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, კანდელაკის, ონიაშვილის, გელოვანის, ცინცაძის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, გამრეკელის და მიმდებარე ქუჩებს, ჟვანიას მოედანს, ზემო ვეძისს, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, ბენდელიანის, ოთარ ჩხეიძის, ოთხი ათასი მესხის, ფარსადანის, მელიქ სურხავის, ბობ უოლშის, როსტევანის, ფარნავაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებს, „ახალ თბილისს“, ოლიმპიური ქალაქს, აღმაშენებლის ხეივნის ნაწილს.
მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: რუსთაველის გამზირს, ალ. ჭავჭავაძის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ქიაჩელის, ჭოველიძის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, კოსტავას 1-ელ და მე- 2 შესახვევებს, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩას, ოქროყანას, შანიძის, გრიბოედოვის, ინგოროყვას, ჭიჭინაძის, ჭონქაძის, გ.ტაბიძის, დადიანის, ხოშტარიას, თარხნიშვილის, პეტრიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს; თავისიფლების მოედანს, პუშკინის, აბესაძის, საიათნივას, გრ. ხანძთელის, იერუსალიმის, ონის, ლადო ასათიანის, სამღებროს, ორთაჭალის, ღვინის აღმართის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებს.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში – მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის. ბალანჩინის, ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების ნაწილს.
გარდა ამისა, კომპანიაში აცხადებენ, რომ 17 იანვარს, დილის 01:00 საათიდან, 18 იანვრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში – ქობულეთის ქუჩა N22-42 ლუწ ნომრებს, რაზმაძის ქუჩა N1-25, N2-20, შატბერაშვილის, მარაბდის, ნინო ჟვანიას, მცხეთის, შროშის, ტაბიძის, ცხვედაძის და მარუხის გმირების ქუჩებს.
მთაწმინდის რაიონში – კეკელიძის ქუჩა N15-25 კენტ ნომრებს, N14, 16, 18-ს, გოგებაშვილის, გალის, რჩეულიშვილის, თერგის, კერესელიძის, ბელინსკის, მაყაშვილის, გუნიას, უმიკაშვილის, ლარსის (რეზო ჩხეიძის) და ჯაფარიძის ქუჩებს.