GWP: აღდგენითი სამუშაოების დასრულება 3 დღეშია დაგეგმილი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ინფორმაციით, წიწამურის მიმდებარედ ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 3 დღეშია დაგეგმილი.

კომპანიაში ამბობენ, რომ სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენი სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ წყალმომარაგების კრიზისი სოფელ წიწამურთან, არაგვის ხეობაში მომხდარი ავარიის გამო შეიქმნა. წყალმომარაგებასთან პრობლემა უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში არის – თბილისის რამდენიმე უბანს წყალი გრაფიკით მიეწოდება, მცხეთასა და მიმდებარე სოფლებში ასევე წყლის პრობლემაა.

banner
წინა სტატიაშიელონ მასკი მე-12-ჯერ გახდა მამა
შემდეგი სტატიასანქტ-პეტერბურგში მედიის ორი მენეჯერი დააკავეს, რომელთაგან ერთი მუშაობდა ევგენი პრიგოჟინთან