“გვსურს, პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული, როგორც ის ხალხმა აირჩია”

“მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არჩევნების შემდეგ განცხადებებით მიმართეს პარლამენტს მანდატების შეწყვეტაზე. ვადა, როდესაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს ეს საკითხი, გადასცეს ბიუროს და პლენარულ სხდომას, იწურება. ჩვენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული და მუშაობდეს ზუსტად ისეთი სახით, როგორც ის ხალხმა აირჩია. დღესაც ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მიცემული, რათა მაქსიმალურად ამოვწუროთ ვადები, როდესაც ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხზე პარლამენტი 2 თებერვლიდან იმსჯელებს.

“პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასაწყისში იმსჯელებს უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხზე. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება არის პარლამენტის, დეპუტატების მისაღები”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშისაუკუნის ძარცვა: ლენტეხიდან გაუჩინარებული განძი
შემდეგი სტატიახუნდაძე: ჩვენი გადაწყვეტილება იმ ინტერესიდან გამომდინარეობს, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად შემოვიტანოთ მაღალი ხარისხის ვაქცინა და დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი