გვსურს, დავდგეთ ყოველდღიურად მცოცავ საოკუპაციო ხაზთან!

არა ოკუპაცია!-სოფელ ბერშუეთში ,სადაც საოკუპაციო ზოლი რუსმა ოკუპანტებმა ორი კვირის წინ გადმოწიეს, სტუდენტები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები აქციას მართავენ.

აქცია საღამოს 20:00 საათზე დაიწყო. ახალგაზრდები რუსულ ოკუპაციას დროშებითა და ტრანსფარანტებით აპროტესტებენ.

„გვსურს, დავდგეთ ყოველდღიურად მცოცავ საოკუპაციო ხაზთან! გვსურს, ჩვენ თანამოქალაქეებს და უცხოელ გულშემატკივრებს ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენი უმთავრესი პრობლემა ოკუპაციაა. ჩვენი სახელმწიფოს მთლიანობის მტერი, ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე მეტრში მდგომი რუსის ჯარია და არა საქართველოში კანონიერად მცხოვრები უცხოელები. ეს აქცია ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების პოზიციაა. ჩვენ გვსურს ხმაურიანი განცხადებების გარეშე დავდგეთ საოკუპაციო ხაზთან და დავანახოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს მოქალაქეებს გვაღელვებს მცოცავი ოკუპაცია“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქცია ბერშუეთში დღის პირველ ნახევარშიც გაიმართა, აქციის გამართვის შემდეგ საოკუპაციო ზონაში ამერიკის ელჩიც ჩავიდა.

 

banner
წინა სტატიაშიაქცია აღმაშენებლის გამზირზე – „ქართველთა მარში“ მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადავით ქაცარავა საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირებას იწყებს