გვრიტიშვილი: ვახტანგ მჭედლიშვილი შესაძლოა გარკვეული ძალების დაკვეთას ასრულებდა

“ვახტანგ მჭედლიშვილი შესაძლოა გარკვეული ძალების დაკვეთას ასრულებდა” – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი მჭედლიშვილის საქმიანობას აფასებს.

“ბატონი ვახტანგ მჭედლიშვილი, თქვენც ხედავდით საზოგადოებისთვისაც ცნობილი იყო, ხშირად ფიზიკურად არ მონაწილეობდა საბჭოს საქმიანობაში. ხშირ შემთხვევაში მისი განცხადებები იყო გარკვეულწილად დაუსაბუთებელი და ცილისწამების ელემენტებს შეიცავდა მოსამართლე წევრების მიმართ. მას ჰქონდა ხშირად ისეთი ინიციატივები, რომელიც მიზნად ისახავდა გარკვეული საკითხების განხილვის დროში გაჭიანურებას. ზოგადად ბატონი ვახტანგის საქმიანობას საბჭოში დადებითად ვერ შევაფასებ.

მაგალითად ფიზიკურად არდასწრება მოსამართლეების გასაუბრებაზე, კენჭისყრაში მონაწილეობის არმიღება, როცა წყდება საკითხი და თუ არა მოსამართლე თანამდებობაზე. მისი მოტივაცია მე ვერ მოვისმინე როცა იგი ამ გადაწყვეტილებებს იღებდა.

კითხვაზე იყო თუ არა ვახტანგ მჭედლიშვილი თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან, დიმიტრი გვრიტიშვილი პასუხობს:

“შესაძლებელია იგი სწორედ გარკვეული ძალების დაკვეთასაც ასრულებდა. აშკარად რიგ შემთხვევებში ვერ ვხედავდით მოტივაციას და ჯანსაღ აზრს მის ინიციატივებში და ქმედებებში.”

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიალევან სამუშია: პროკურატურა აშკარად შეტევაზე გადავიდა და არ ერიდება ღია მუქარებს პრეზიდენტის მიმართ