გვყავს საზოგადოებაში მრავალდიპლომიანი და სრულიად უვიცი ადამიანები – სალომე სამადაშვილი

„გვყავს საზოგადოებაში მრავალდიპლომიანი და სრულიად უვიცი ადამიანები და ეს, რა თქმა უნდა, ქმნის იმ პრობლემას, რომ კიდევ რამდენიმე თაობით ჩვენ ვერ შევძლევთ სიღარიბის პრობლემის დაძლევას ასეთ უვიც დიპლომირებულ საზოგადოების პირობებში,“ – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ევროპისგან განსხვავებით საქართველოში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთის მიღებას თითქმის ყველა ახერხებს.

დეპუტატის თქმით, განათლების ხარისხის ამ ფონზე, პარლამენტში ავტორიზაციის ხარისხის მინიჭებასთან დაკავშირებით გასულ წელს მოხდა კანონპროექტის ინიცირება, რომელიც შემდეგ შეჩერდა. კანონპროექტი კი უმაღლეს სასწავლებლისთვის ავტორიზაციის მინიჭების გაადვილებისკენ იყო მიმართული.

სამადაშვილი დაინტერესდა, აღნიშნული კანონპროექტი კორუფციულ ინტერესებს ხომ არ შეიცავდა.

„საქართველოში აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით, ფაქტობრივად, ყველა, ვინც იწყებს უმაღლესი განათლების მიღებას, ახერხებს იმას, რომ დიპლომი აიღოს, როდესაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში 30 პროცენტზე მეტი, როგორც წესი, ვერ იღებს დიპლომს. შედეგად, ჩვენ გვყავს საზოგადოებაში მრავალდიპლომიანი და სრულიად უვიცი ადამიანები და ეს, რა თქმა უნდა, ქმნის იმ პრობლემას, რომ კიდევ რამდენიმე თაობით ჩვენ ვერ შევძლევთ სიღარიბის პრობლემის დაძლევას ასეთ უვიც დიპლომირებულ საზოგადოების პირობებში. ამ ფონზე, რატომ მოხდა პარლამენტში ინიცირება კანონის, რომელიც გაუადვილებდა ავტორიზაციის მიღებას ისედაც ხარისხის პრობლემის მქონე უმაღლეს სასწავლებლებს და რატომ შეჩერდა შემდეგ ამ კანონის განხილვა, იყო თუ არა აქ, კერძო და შესაძლოა, კორუფციული ინტერესები,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ხდება ერთი გაუნათლებელი პირის კერძო საკუთრება – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაანდრო გოცირიძე: “კიბერკრიმინალის გამოძიება ძალიან ქვეყნებისთვისაც კი პრობლემატურია”