გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მაღალი ხარისხის სანდოობა, რომ პანკისის ხეობაში უზრუნველყოს უსაფრთხოება

გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მაღალი ხარისხის სანდოობა, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება ამ რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც როს უილსონმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ პრობლემა გადაიჭრას დიალოგისა და თანხმობის საფუძველზე.

„ჩვენ ვაკვირდებოდით განვითარებულ მოვლენებს, უნდა აღინიშნოს, რომ რთული იყო და იყო გარკვეული პრობლემები. რა თქმა უნდა, ამ რეგიონს ესაჭიროება განვითარება, ამისთვის მნიშვნელოვანია ენერგორესურსების განვითარება და შესაბამისად, როგორც კერძო სექტორს, ასევე მთავრობას, აქვს პასუხისმგებლობა, რომ სიტუაცია მოაგვაროს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პრობლემები გადაიჭრას დიალოგისა და თანხმობის საფუძველზე. გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მაღალი ხარისხის სანდოობა, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება ამ რეგიონში“, – განაცხადა უილსონმა.

banner
წინა სტატიაშივიდეო: შრი-ლანკას ტერაქტის ერთ-ერთი შემსრულებელი კამერებმა დააფიქსირეს
შემდეგი სტატიავიდრე საქმე მივა ასეთი ტიპის გართულებამდე, საჭიროა ინტენსიური კომუნიკაცია ხალხთან – ირაკლი კობახიძე პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე