გვითხრეს, რომ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს – ილიაუნის 1-წლიანი პირობითი ავტორიზაცია მიანიჭეს

განათლების მკვლევარის, სიმონ ჯანაშიას თქმით, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის ბიურომ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია 1 წლის ვადით, პირობითი ავტორიზაცია მიანიჭა.

ჯანაშია აღნიშნავს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს “ყველა მიმართულებით დადებითი დასკვნა” ჰქონდა მიღებული განხილვისას, თუმცა საბჭომ გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტი ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის მოთხოვნებს.

“გუშინდელ შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰქონდა ყველა დადებითი დასკვნა (ყველა მიმართულებით), ავტორიზაციის საბჭომ ასე გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტი ვერ აკმაყოფილებს სრულად ავტორიზაციის მოთხოვნებს და უთხრა, რომ უნივერსიტეტი მიიღებს პირობით აკრედიტაციას და შემდეგ გაივლის შემოწმებას 1 წლის შემდეგ და გაირკვევა ექნება თუ არა ავტორიზაცია ამ უნივერსიტეტს”. – თქვა ჯანაშიამ.

სიმონ ჯანაშიას თქმით, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ორჯონიკიძემ პროცესისას განაცხადა, რომ “არ არის ვალდებული საზოგადოებას განუმარტოს”, თუ რატომ მიიღო საბჭომ ეს გადაწყვეტილება.

“როცა თხოვეს რომ განემარტათ ეს მიზეზები, რატომაც ხდება ეს, საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ ორჯონიკიძემ უთხრა, რომ უნდა “გასულიყო” – სავარაუდოდ, იქ მოეთათბირა ვიღაცას გარედან და არსებობს ასეთი მოსაზრებაც და ინფორმაციაც, რომ დილითაც დაურეკეს მას.

შემდეგ, ბრუნდება ის ავტორიზაციის საბჭოზე და აცხადებს, რომ არ არის ვალდებული განუმარტოს საზოგადოებას რატომ იქცევა ისე, როგორც იქცევა.

ვერაფრით ვერ მიიღეს პასუხი, თუ რას ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება”. – თქვა ჯანაშიამ.

განათლების მკვლევარი ხარისხის ცენტრის გადაწყვეტილებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული კანონის წინააღმდეგ დაფიქსირებულ პოზიციას და პროტესტში უნივერსიტეტის სტუდენტების აქტიურ მონაწილეობას უკავშირებს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიათიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრაზე ბიზნესისა და ინფლუენსერების კოლაბორაციაზე ისაუბრეს