გვითხრან, რამდენი მოქალაქე უნდა იყოს რუსთაველზე, ეს კანონი რომ არ მივიღოთ – მანჯგალაძე

ხსენებულ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ. წარმოდგენა არ მაქვს, რაზე მელაპარაკებით, არ ვიყავი თბილისში, – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც კავთისხევში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრას ეხებოდა.

კიდევ ერთ კითხვაზე, რატომ არ ჩააყენეს საქმის კურსში აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, მანჯგალაძემ განაცხადა: „არ ვპასუხობდი ტელეფონს, სამტრედიაში ვიყავი. არ ვიცი ეს ამბავი“.

რაც შეეხება ოპოზიციის სამომავლო გეგმებს, საკითხის კომენტირებისას მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ბევრი მოქალაქე უნდა გამოვიდეს აქციაზე და კანონპროექტი გააპროტესტოს.

„გეგმა არის ის, რომ პირველ მოსმენაზე თუ ვერ დაგვინახა „ქართულმა ოცნებამ“, მეტი უნდა გამოვიდეთ მეორე მოსმენაზე, იქაც თუ ვერ დაგვინახავს, მეტნი გამოვიდეთ მესამეზე. შეთავაზება მაქვს „ქართულ ოცნებასთან“, გვითხრან, რამდენი მოქალაქე უნდა იყოს რუსთაველზე, ეს კანონი რომ არ მივიღოთ. მე, როგორც ერთი ქართველი, ამ აქციაზე გამოვალ და ასე გამოვა საქართველოს ასობით ათასი ადამიანი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა შესაძლოა რუსეთიდან თხევადი გაზის მიწოდება აკრძალოს
შემდეგი სტატიამოსწავლეების და სტუდენტების აქციას რომ ძალით მოყვანილი მასწავლებლების და საჯარო მოხელეების კონტრაქციას დაუპირისპირებ, ეე, იქაა დასასრული – გვარამია