„გვითხარით სად ვცდებით, რომ გამოვასწოროთ“

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ევა გოცირიძის განცხადებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სწორ გზაზე დგას, თუმცა მზადაა კრიტიკაც მოისმინოს.

როგორც დღეს გამართულ კონფერენციაზე „სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები“ ევა გოცირიძემ აღნიშნა, სასამართლოს რეფორმა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ყველა ის ახალი ინსტიტუტი რომელიც იქნება შემოღებული სასამართლოს დამოუკიდებლობის ჭრილში უნდა იქნას განხილული.

„სასამართლოს დამოუკიდებლობის თემა არის მთავარი თემა, რომელსაც დღევანდელი კონფერენცია ეძღვნება. მე არ მგონია ამ დარბაზში არცერთი ადამიანი ისეთი, ვისაც გულწრფელად არ სურდეს, რომ სასამართლომ ბოლოსდაბოლოს პოლიტიკური ხელისუფლებისგან სრული დამოუკიდებლობა მოიპოვოს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ გვაქვს საერთო ხედვები და მიდგომები იმის თაობაზე, თუ რა გზები უნდა გამოვიყენოთ ამის მისაღწევად. ჩვენი დღევანდელი ხედვები არის განმარტება იმისა, თუ რა მიდგომებით ხელმძღვანელობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმისათვის, რათა საბჭომ მოისმინოს თქვენგან კრიტიკა. გვითხარით სად ვცდებით, რომ გამოვასწოროთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორ გზაზე ვდაგავართ“, – აღნიშნა გოცირიძემ.

მისი თქმით, ცხადი გახდა, რომ დღეს სასამართლო სისტემის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, მისი დამოუკიდებლობის ხელყოფაში გადაიზარდა.

გოცირიძის განცხადებით, დადგა ისეთი მომენტი როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, თავისი გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას.

„არ ვიცი ამას ვუწოდო თუ არა სერიოზული კრიზისი, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დადგა ისეთი მომენტი როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავისი გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას. თქვას, რომ მართალია დღეს ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის სასარგებლოდ, მაგრამ როგორც ჩანს ეს არაა საკმარისი. ამისთვის აუცილებელია მთელი პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოების, მასმედიის, ყველას ერთსულოვანი მხარდაჭერა. მართლაც დადგა დრო, რომ ისუტიციის საბჭომ, სასამართლო ხელისუფლებამ ამ საქმეში როლი იკისროს“, – განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – სასამართლო ვერ იქნება ერთი კაცის მიერ მართული სამინისტროსავით
შემდეგი სტატიაშელაპარაკება ზაქარია ქუცნაშვილსა და ლევან მურუსიძეს შორის