“გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით შესაძლებელი გახდება სიტუაციის დეესკალაცია”

ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე საუბრით დაიწყო თავისი გამოსვლა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატოს კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე.

“არ შემიძლია არ გამოვთქვა შეშფოთება ჩვენს სამეზობლოში სიტუაციის ესკალაციის გამო. ჩვენ გვინდა დიდი იმედი ვიქონიოთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით შესაძლებელი გახდება სიტუაციის დეესკალაცია,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც. თინა ხიდაშელის განცხადებით, უწყებას მუდმივი კომუნიკაცია აქვს ორივე მეზობელ მხარესთან.

ოფიციალური თბილისი იმედს გამოთქვამს, რომ მინსკის შეხვედრებზე მოხდება კონფლიქტის განმუხტვა და ვითარება მეტად აღარ გამწვავდება.

„ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ იქ არსებული სიტუაციის დეესკალაცია. საქართველო, როგორც ორივე ქვეყნის მეზობელი, ყველაფერს გავაკეთებთ, რა შესაძლებლობებიც გაგვაჩნია,“ – აღნიშნა ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ.

ღონისძიებას ესწრებიან ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეებიც. ასევე თავდაცვის მინისტრი და ხელისუფლების სხვა წევრები.

banner
წინა სტატიაში“აქცენტი გაკეთებული იქნება სუფთა წარსულზე”- კახი კალაძე “ქართული ოცნების” ახალ სახეებზე
შემდეგი სტატიადღეს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პარლამენტი შეიკრიბება