კლინიკა „ვივამედთან“ ხმაურია.
ტვ პირველის ინფორმციით, ბათუმის ციხიდან თბილისის ჰოსპიტალში გადმოყვანილი 29 წლის მსჯავრდებულის, ნოდარ ტატუნაშვილის ახლობლები დახმარებას ითხოვენ. ოჯახის წევრების განცხადებით, კლინიკაში შეყვანიდან ერთ კვირაში ახალგაზრდა მამაკაცი კომაში ჩავარდა და ამ დრომდე უგონო მდგომარეობაში იმყოფება, სამედიცინო პერსონალი კი მათ რეალურ ინფორმაციას უმალავს.
ნოდარ ტატუნაშვილმა ბათუმის ციხიდან თბილისის ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწორედ ამის შემდეგ გაუარესდა, რის გამოც იგი „ვივამედში“ გადაიყვანეს.
„ავიპარე ჩემი შვილის სანახავად. ექიმი ყვიროდა, რატომ ამოუშვითო და ისიც კი არ მითხრა, ცოცხალია თუ არა. ფანჯრიდან მაინც დაენახვებინათ, რომ ჩემი შვილი სუნთქავს“, — ამბობს პატიმრის დედა.

















