27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

გვიან ღამით ვაკეში, 4 მაღაზია გატეხეს

გვიან ღამით ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, 4 მაღაზია გატეხეს – ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს.

დანაშაული, სავარაუდოდ, არასრულწლოვანების ჯგუფმა ჩაიდინა. მათ ქვებით ჩაამსხვრიეს ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარე პარფიუმერიისა და ტანსაცმლის მაღაზიების ვიტრინები.

სავაჭრო ობიექტებში ამბობენ, რომ არც თანხა და არც ნივთები მოპარული არ არის. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო.

banner
წინა სტატიაშისაპროცესო შეთანხმების შედეგად გათავისუფლებული დავით ღურწკაია: ციხეში ზის ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილის ადვოკატი: ის პოლიტიკური სიტყვების გამო არის დაკავებული