გვიან ღამით ოთარ ფარცხალაძის სახლში, შსს-ს თანამშრომლები იმყოფებოდნენ

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახლში, შსს-ს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ვიზიტის ამსახველ ვიდეომასალას, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2” ავრცელებს.

“რუსთავი2”-მა ოთარ ფარცხალაძე საკუთარ ნაქირავებ სახლში გადაიღო. ყოფილი მთავარი პროკურორი გვიან ღამემდე იღებდა სტუმრებს. მასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ.

რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ, ფარცხალაძე უწყების წარმომადგენლებს მეგობრულად დაემშვიდობა. სახლის დატოვების შემდეგ, მათ რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფთან ყოფილ ჩინოვნიკთან შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრიათ.

მათი განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე მეგობრის სტატუსით მოინახულეს და ისინი საგამოძიებო მოქმედებებს არ აწარმოებდნენ.

წყარო : “რუსთავი2”

banner
წინა სტატიაშინაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული მილიონიანი ქონება-საქალაქო სასმართლო საქმის განხილვას იწყებს
შემდეგი სტატიაუკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს