გვეუბნებოდნენ, თქვენნაირი ხალხის ადგილი აქ არ არის, სირცხვილიაო – ტრანსგენდერი ქალები რესტორნის პერსონალს ძალადობაში ადანაშაულებენ

ტრანსგენდერი ქალები რესტორან “მაჭახელას” დაცვის თანამშრომლებს და მომსახურე პერსონალს, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

მათი თქმით, რესტორნის პერსონალმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი იძალადეს და შენობა დაატოვებინეს.

შემთხვევის ადგილზე ტრანსგენდერმა ქალებმა პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

მათ თქმით, ისინი რესტორნიდან სწორედ გენდერული ნიშნით გამოაძევეს. რესტორნის პერსონალი მომხდარზე არ საუბრობს. გამოძიება უკვე დაიწყო შესაძლო ძალადობის მუხლით.

„შემოვედით და გვითხრეს, რომ აქ ხალხია და თქვენ აქ არ შემოგესვლებათო. გენდერული იდენტობის გამო გამოგვყარეს გარეთ. “თქვენ ისეთი ხალხი ხართო, რომ სირცხვილიაო,“-ამბობს ტრანსგენდერი ქალი.

ერთ-ერთი ტრანსგენდერი ამბობს, რომ არსებობს კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობს რესტორნის მენეჯერი და პერსონალი ტრანსგენდერ ქალებზე.

“ჩემი მეგობრების მიმართ მოახდინა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა დაცვამ, მენეჯერმა ასევე. დაზიანებები აქვს ხელზე, თმებში მოკიდეს ხელი და გამოათრიეს ძალით,”-ამბობს ერთ-ერთი ტრანსგენდერი.

banner
წინა სტატიაშისუს-მა კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი, ბექა ხ. დააკავა
შემდეგი სტატიაპენიტენციური სამსახური ბათუმის ციხის პატიმრების საჩივართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს