გვენეტაძე – ამ ეტაპზე კვლავ შესაძლებელია, ეკონომიკური ზრდა დაახლოებით ოთხი პროცენტი იყოს

ნარჩუნდება საკმაოდ კარგი საკრედიტო აქტივობა, ამავე დროს ფისკალური სტიმული, ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე კვლავ შესაძლებელია ეკონომიკური ზრდა დაახლოებით ოთხპროცენტი იყოს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა უარყოფითი რისკები არის სახეზე და ეს პირველ რიგში არის პანდემიის გახანგრძლივება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

კობა გვენეტაძის თქმით, ალტერნატიული საპროგნოზო სცენარის მიხედვით, ზრდა დაახლოებით 0.5 პროცენტის ფარგლებში იქნება.

„აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციის სწრაფად წარმართვას საქართველოში. თუ არასასურველი და რთული ალტერნატიული სცენარი განვითარდა, თუ კიდევ უფრო გახანგრძლივდა პანდემია, მაშინ ალტერნატიული საპროგნოზო სცენარის მიხედვით, ზრდა დაახლოებით 0.5 პროცენტის ფარგლებში იქნება“, – განაცხადა გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშივიოლა ფონ კრამონი – საქართველოს პრეზიდენტმა რთული, მაგრამ საჭირო ნაბიჯი გადადგა გიორგი რურუას შეწყალებით
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა