გვეცოდინება, რომ უნდა გავაგრძელოთ ისევ ლანძღვის რეჟიმში და უნდა მოვიფიქროთ სხვა სიტუაცია – მურუსიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის შეურაცხყოფისთვის სანქციების დაწესებას არ ითხოვს. ამის შესახებ განცხადება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გააკეთა. ლევან მურუსიძემ ინიციატივა განმარტა და თქვა, რომ მისთვის გაუგებარია აჟიოტაჟი, რომელიც მოჰყვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას.

მურუსიძის თქმით, საუბარი არ არის სანქციებზე, რეგულაციების გამკაცრებაზე. საბჭო გეგმავს საჯარო დისკუსიის გახსნას საკითხთან დაკავშირებით, რადგან მისი თქმით, აღარ უნდა გაგრძელდეს სასამართლოს დისკრედიტაცია.

„გვჭირდება დახმარება, ვითხოვეთ ეს დახმარება. საბჭო ითხოვს ერთ რამეს, რომ ასეთი სიტუაციის გაგრძელება არ შეიძლება და აქედან გამომდინარე ვითხოვთ დახმარებას. გვინდა, რომ მრგვალ მაგიდასთან ყველა შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ. თუ ეს ნაბიჯი, ჩვენი წინადადება იქნება მიღებული და აღქმული და დავილაპარაკებთ თუ არა და გვეცოდინება, რომ უნდა გავაგრძელოთ ისევ ამ ლანძღვის რეჟიმში და მაშინ უნდა მოვიფიქროთ სხვა სიტუაცია, რომ რაღაცნაირად ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ,“ – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გუშინ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სანქციების აუცილებლობასა და გარკვეული სახის რეგულაციების შემოღებაზე საუბრობდნენ.

განცხადება ლევან მურუსიძემ მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა. სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე მსჯელობენ. მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და მოსამართლის შეფასების პროცედურებთან დაკავშრებით.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა სამცხე-ჯავახეთში ქართული საწარმოები დაათვალიერა
შემდეგი სტატიადეკანოზის ადვოკატები სინოდის წევრებთნ შეხვედრის დაგადაწყვეტიელბას ელოდებიან