გვჭირდება საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც გამოუცხადებს ნულოვან ტოლერანტობას ძალადობას – ჯაში

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ყოველგვარ ძალადობას საზოგადოება ნულოვანი ტოლერანტობით უნდა შეხვდეს. მმართველი გუნდის დეპუტატი ხორავაზე მომხდარ მკვლელობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა:

„ეს არის შედეგი იმ სისტემისა, რომელშიც როგორც მშობლების, ასევე, პედაგოგთა მხრიდან არის მისაღები ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც გამოუცხადებს ნამდვილად ნულოვან ტოლერანტობას ძალადობის ყველა ფორმის გამოვლენას,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

banner
წინა სტატიაში“მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი სტრატეგია და ხედვა რეგიონში სიტუაციის დარეგულირებისათვის” – პრეზიდენტი
შემდეგი სტატიასერგო რატიანის თქმით, 2012 წლიდან სკოლებში უსაფრთხოების სისტემა მოშლილია