გვჭირდება რეალური მიდგომა და არა მოჩვენებითი “პაკაზუხობა”

ამ ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილს სოციალურ მედიაში, გადაცდენების ფონზე, აშშ ბაზების საქართველოში განლაგების თემა ე.წ. მინუსებში ჩაეთვლა. არა და, საკითხი არა მარტო მნიშვნელოვანია, არამედ, ამჯერად პრეზიდენტის მიერ ძალზე სწორად აღნიშნული და გაკეთებული განცხადება იყო.

თუ აშშ-ს ან ნატოს სურს საქართველოში ბაზის განლაგება, აფხაზეთში და სამაჩაბლოში განალაგოს და მაშინ რატომაც არა. აბა, არაოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთთან პირადი ინტერესბის ჭიდილის ფონზე და ჩვენს ხარჯზე, ამ ბაზების მნიშვნელობა საქართველოსათვის ნულის ტოლია და ქვეყნის სასიკეთოდ ნამდვილად ვერ აღვიქვამ.

თუ აშშ-ს ჩვენი დახმარება სურს, უნდა დაგვეხმაროს იქ სადაც გვჭირდება და არა იქ, სადაც ეს გამოადგება როგოც რუსეთთან გლობალური პროვოკაციის ინსტრუმენტი.
საქართველოში არ გვჭირდება არცერთი ქვეყნის სამხედრო ბაზა, ჩვენ უნდა გავხდეთ დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა ყოველგვარი სხვა სახელმწიფოს სამხედრო ბაზების გარეშე. თუ რომელიმე სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ადარდებს და ჩვენი დახმარება სურს, ეს უნდა გააკეთოს იქ სადაც გვჭირდება და არა იქ სადაც ეს მხოლოდ “სადემონსტარაციო-საპაკაზუხო” მიზნებს ემსახურება. აშშ-მ და ნატომ უნდა გაიაზრონ, რომ გვჭირდება რეალური დახმარება და არ ვართ მხოლოდ პროვოცირების ინსტრუმენტი ან სატყუარა.

ისე, კი, საერთოდ, საკითხავია, აშშ სამხედრო ბაზა კი არა, საერთოდ თუ გვჭირდება ჯარი, როდესაც “დავით გარეჯის” 50სმ-იანი ბილიკის პრობლემა წლებია ვერ მოგვიგვარებია.
აქედან გამომდინარე კი ისიც საკითხავია, ვარსებობთ როგორც სახელმწიფო თუ არა?

გიორგი ალანია

ჩეხეთი

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ელექტროსისტემა – ავარია სრულად ლიკვიდირებულია და ქვეყნის მასშტაბით მომხმარებელს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება
შემდეგი სტატიაირაკლი ბენდელიანი – თამარაშვილის ქუჩაზე მოძრაობა მას შემდეგ აღდგება, რაც სპეციალისტები დარწმუნდებიან, რომ კლდის ჩამოშლის საფრთხე აღარ არსებობს