,,გვჭირდება დაცვა” – საქართველოში მცხოვრები საუდელი დები დახმარებას ითხოვენ

საქართველოში მცხოვრები საუდელი დები დახმარებას ითხოვენ. მაჰა და უაფა ალ სუბაიებმა ვიდეომიმართვა Twitter-ის საშუალებით გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ ოჯახის წევრების მხრიდან ზეწოლისა და ჩაგვრის გამო სამშობლოდან გამოიქცნენ.

მათ სოციალურ ქსელში სპეციალური გვერდიც შექმნეს და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს დახმარებას სთხოვენ.

გოგონები აცხადებენ, რომ საუდის არაბეთის მთავრობამ მათ პასპორტები გაუუქმა და საქართველოდან გასვლას ვეღარ ახერხებენ.

„ჩვენ საუდელი დები ვართ, მე მაჰა მქვია, ჩემს დას ვაფა. ჩვენ საფრთხეში ვართ. გვჭირდება დაცვა და თქვენი მხარდაჭერა, რომ ჩვენი ხმა ყველამ გაიგოს. გვინდა ისეთი ქვეყანა, რომელიც მიგვიღებს და ჩვენს უფლებებს დაიცავს. გთხოვთ დაგვეხმაროთ! საუდის მთავრობამ პასპორტები გაგვიუქმა. ახლა ჩვენ საქართველოში ვართ,“- განაცხადა მაჰა ალ-სუბაიემ.

საუდელი დები ამტკიცებენ, რომ მათ მამა და ძმები ეძებენ, რომლებიც უკვე საქართველოში იმყოფებიან.

„ჩვენ ახლა საქართველოში ვიმყოფებით. მამაჩემი და ჩემი ძმები ჩამოვიდნენ და გვეძებენ. ჩვენ გამოვექეცით ოჯახის მხრიდან ჩაგვრას, რადგან საუდის არაბეთში კანონი საკმაოდ სუსტია რომ დაგვიცვას. ვთხოვთ, გაეროს დევნილთა უმაღლეს კომისარიატს დაგვიცვას, რომ უსაფრთხო ქვეყანაში გადაგვიყვანონ. დაგვეხმარეთ, რომ გადავრჩეთ,“- განაცხადა ვაფა ალ-სუბაიემ.

banner
წინა სტატიაში,,ბიძინა რო ამბობს და თუთიყუშები რო იმეორებენ, ხო საარჩევნო კამპანიაში შალვას მაგარი მხარდამჭერაა რეალურად? “
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანია ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების აქტიურობა – ბაია პატარაია საუდელი დების საქმეზე