გვატემალაში ქრისტეს ფიგურას გენერლის წოდება არ მიანიჭეს

გვატემალაში ქრისტეს ფიგურას გენერლის წოდება არ მიანიჭეს

გვატემალაში ქრისტეს ფიგურას გენერლის წოდება არ მიანიჭესგვატემალას ლა-მერსედის ეკლესიაში იესო ქრისტეს ფიგურა არმიის გენერლის ჩინის გარეშე დატოვეს – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდრო პალმეირის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია.
“პრეზიდენტმა და თავდაცვის სამინისტრომ ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს, რომელიც, ვფიქრობთ, რომ რელიგიური ჯგუფების წამოყენებული იყო ” – ნათქვამია განცხადებაში.
ლა-მერსედის ეკლესიის წინამძღვრის ორლანდო აგილარის თქმით, ქრისტეს ფიგურასადმი გენერლის წოდების მინიჭება მომავალი წლის 3 იანვარს უნდა მომხდარიყო.

ქვეყანაში ყველაზე ცნობილ ქრისტეს ფიგურას უკვე გააჩნია პოლკოვნიკის წოდება, რომელიც მას მე-19 საუკუნეში პრეზიდენტმა რაფაელ კარეროიმ მიანიჭა. პრეზიდენტმა ის ქოლერასთან ბრძოლაში მონაწილეობისთვის დააჯილდოვა, რომელიც გვატემალაში 1836 წელს მძვინვარებდა. ქრისტეს ფიგურას ქვეყანაში დაატარებდნენ იმისათვის, რომ მოსახლეობას გადარჩენისთვსი ელოცა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე ხვალ პროკურატურაშია დაბარებული
შემდეგი სტატიასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – პირველი სტუდენტური ვებინარი