გვაშფოთებს მერაბიშვილის საქმე და კრიტიკა თქვენი წინამორბედების სამართლებრივი დევნის გამო – ევროპელი დეპუტატები მამუკა ბახტაძეს

ვანო მერაბიშვილის საქმე და კრიტიკა ყოფილი მაღალჩინოსნების პოლიტიკური დევნის გამო – ევროპელმა დეპუტატმა საქართველოს პრემიერს ჰკითხა, რას აპირებს საქართველოს მთავრობა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, მამუკა ბახტაძეს განუცხადეს, რომ ევროპელ პარტნიორებს აშფოთებთ ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმე. მათი თქმით, არსებობს კრიტიკა საქართველოს მთავრობის მიმართ, წინამორბედებზე სამართლებრივი დევნის გამო. დეპუტატები დაინტერესდნენ, მას შემდეგ, რაც მერაბიშვილთან მიმართებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე-18 მულის დარღვევა, როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხის გადაჭრას.

დეპუტატის კითხვაზე პასუხად პრემიერმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ვანო მერაბიშვილის საქმის ერთ კონკრეტულ ეპიზოდს ეხება მინისტრთა კომიტეტი მსჯელობს.

„ბატონ მერაბიშვილს სასამართლომ რამდენიმე საქმეზე გამოუტანა განაჩენი და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სადაც საუბარია ერთი კონკრეტული ეპიზოდის დარღვევაზე. მინისტრთა კომიტეტი განიხილავს და ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებას“- განაცხადა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიბახტაძე ევროსაბჭოში: რუსეთი ცდილობს სრულად წაშალოს ქართული იდენტობა, მაგრამ ეს არ მოხდება
შემდეგი სტატიაინფანტილიზმზე გესაუბრეთ, მაგრამ ეს არის პოლიტიკური მოხუცებულობის ეტაპი – ხუხაშვილი ივანიშვილის განცხადებებს აფასებს