“გვაშფოთებს ის ახალი ამბები, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით მოვისმინეთ”

ლიტვაში საქართველოს პრემიერმინისტრის ორდღიანი ვიზიტი დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი ლიტველ კოლეგას შეხვდა, რის შემდეგაც მათ ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთეს, თუმცა ჟურნალისტებს შეკითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ.

ლიტვის პრემეირმინისტრმა განაცხადა, რომ ლიტვა საქართველოს ევროინტეგრაციას მხარს უჭერს. მან ასევე აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობა და მედიის თავისუფლება უმთავრესი პრიორიტეტია და ასევე მედიაში არსებულ სიტუაციზე შეშფოთება გამოთქვა.

“შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ ლიტვა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სამხრეთ ოსეთში უკანონო საზღვრის მონიშვნა და მისი გადაწევა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევაა. ჩვენ ასევე ხაზი გავუსვით საართველოში კანონის უზენაესობასა და ძალოვანი უწყებების რეფორმიერების და მედიის თავისუფლების მნიშვნელობასა და დემოკრატიის უზრუნველყოფას, გვაშფოთებს ის ახალი ამბები, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით მოვისმინეთ,” – განაცხადა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ევროიინტეგრაცია საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის ქვაკუთეხედია.

“მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი უფრო მეტი შედეგი ავაჩვენოთ, რომ საქართველო ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამებოდეს. პირველ რიგში. ასოცირების ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების განხორციელებით. ეს არის ჩემი მთავრობის პრიორიტეტი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვილნიუსში ლიტვა–საქართველოს ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა გაიმართება, რომელშიც ქართული დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს. დღესვე პრემიერმინისტრი შეხვდება ლიტვის პარლამენტის წევრებს, ხვალ კი მოლაპარაკებებს პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან გამართავს.

დღეს ვილნიუსში თბილისის სკვერი გაიხსნება.

banner
წინა სტატიაშირაში მოატყუა მთავრობამ ხალხი– რომან გოცირიძე სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს
შემდეგი სტატიაპაატა ზაქარეიშვილი: ყოველ წელს ვთავაზობთ სამხრეთ ოსეთს გაზის მიწოდებას, მაგრამ მათგან უარია